მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: უსიმპტომო პაციენტები კლინიკაში ვერ მოხვდებიან

პირველი საუნივერისტეტო კლინიკის რეანიმატოლოგი
1602874012
COVID-19

„პაციენტების 80% შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი და არ ჰქონდეთ არანაირი სიმპტომი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი პაციენტები (ვინაიდან ჭარბი ინფიცირებულთა რაოდნეობაა) კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი იქნებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ 20 პროცენტს, საშუალო, მსუბუქ, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მკურნალობის პროტოკოლში მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ განხორციელდება.

„რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ეს არც ჩვენთან მოხდება, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, სამწუხაროდ, არ არსებობს კორონასთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს, ყველანი ერთად გადავრჩებით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და კლინიკური ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ქართველ კოლეგებს ქვეყანაში COVID-19 ის მართვის შესახებ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მოისმინეს.

საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 7613 და გარდაცვლილია 124 ადამიანი.