მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან შარონი: ისრაელში მოსახლეობის 80-85% თანახმაა ვაქცინის გაკეთებაზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1611753903
COVID-19

ლევან შარონის თქმით, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თანხა გადაიხადა ვაქცინის დამუშავებაში.

ისრაელში მოღვაწე ექიმის, ლევან შარონის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაციის პროცესი შემდეგი ქრონოლოგიით მიმდინარეობს:

✔️ სამედიცინო პერსონალი;

✔️ 60 წლის ასაკის ზევით მყოფი ადამიანები;

✔️ 35 წლის ასაკის მქონე ადამიანები;

✔️ 16-18 წლის ასაკის მქონე ადამიანები;

დღესდღეობით კი, რეკომენდაციის გაცემა იგეგმება უფრო პატარა ასაკის ბავშვების აცრაზეც.

ლევან შარონის თქმით, ისრაელში ვაქცინის რაოდენობაზე პრობლემა არ არის, მათ კვირაში 1.5 მილიონი ვაქცინა მიეწოდებათ და უკვე აცრილია 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 1 მილიონზე მეტს მეორე დოზა აქვს მიღებული.

რაც შეეხება, ისრაელში არსებულ შეზღუდვებს, ლევან შარონის ინფორმაციით, ისრაელში შეზღუდვები კვლავ რჩება, აეროპორტი დაკეტილია 31 იანვრამდე, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს ამ ვადის კიდევ გაგრძელებას, რაზეც მთავრობის სხდომა იგეგმება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციაზე, ლევან შარონმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 80-85% თანახმაა ვაქცინის გაკეთებაზე.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში შეადგენს 50 %-ს.

„რიგები დგას იქ, სადაც აცრები მიმდინარეობს, გუშინ გაკეთდა 220 000 ვაქცინა, რომელთაგან, 8 000 იყო პირველი დოზა, დანარჩენი იყო მეორე დოზა. - ლევან შარონი.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ისრაელი საერთაშორისო ფრენებს დროებით აჩერებს

👉 საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას