მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვამ საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინის 15 000 დოზა აჩუქა

ლიეტუვამ საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინა აჩუქა
1627108184
COVID-19

საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინები ქვეყანაში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.

„ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“, - დაწერა დავით ზალკალიანმა Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 45 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.