მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ 6-ს დაუდასტურდა - რა მდგომარეობაა დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე

ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების ტესტირება იწყება
1596613933
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე, კორონავირუსზე დასაქმებულების ტესტირება დასრულდა.

მისი ინფორმაციით, 4731 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან კოვიდი მხოლოდ 6 ადამიანს დაუდასტურდა.

„ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსი მხოლოდ პირველ ორ დღეში გამოვლინდა, შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აღარ გვქონია. ამ 6-თან კონტაქტირებული, ლილოსთან კვეთა ვისაც ჰქონდა, სულ არის 13 ადამიანი. ადრე ეს იყო ერთი ოჯახური შემთხვევა, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილ ავადმყოფს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დასაქმებულები გამოიკვლიეს დინამოს და ელიავას ბაზრობებზე, სადაც 500-500 ადამიანის გამოკვლევა დაიგეგმა შერჩევის პრინციპით.

„დინამოზე 487 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, აქედან ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ელიავას ბაზრობაზე 436 ადამიანი გამოვიკვლიეთ, პირველი ორი დღის შედეგები იყო უარყოფით, მესამე დღის შედეგები დღეს იქნება ცნობილი, იმედი გვაქვს, ეს ბაზრობა იქნება ეპიდკეთილსაიმედო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბაზრობებზე დასაქმებულების კვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე იქ დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.