მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლისის ტბაზე მოქალაქეთა გადაადგილებას პოლიცია აკონტროლებს

პოლიციის მანქანა ტბასთან
1585057258
COVID-19

ლისის ტბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დანაყოფები აკონტროლებენ.

ამის შესახებ ლისის ტბის ადმინისტრაცისს ოფიციალურ გვერდზე დაიწერა. ადმინისტრაცია მოქალაქეებს გამოჩენილი თავშეკავებისთვის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

"ლისის ტბის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით, რომ იჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებობას და ჩვენი რჩევის გათვალისწინებით თავს იკავებთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან. ხალხის ნაკადი ამ ეტაპზე საგრძნობლად შემცირებულია, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia და დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 დახმარებისთვის შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე ლისის ტბაზე არცერთი პარკინგი და სავაჭრო ობიექტი არ ფუნქციონირებს",- ნათქვამია ლისის ტბის ადმინისტრაციის განცხადებაში.