მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლოკალური შეზღუდვების საკითხი შესაძლოა დადგეს, მაგრამ ფართომასშტაბიანი „ლოქდაუნი“ ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - გაბუნია

მინისტრის მოადგილე (კორონავირუსი)
1618916647
COVID-19

„მობილობის შეზღუდვა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ბერკეტი. ვნახოთ, თუ იქნება შემთხვევების აგრესიული მატება, შესაძლოა ისევ დადგეს ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი, თუმცა ფართომასშტაბიან „ლოქდაუნზე“ ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად საკოორდინაციო საბჭო დადებითობის ორკვირიან მაჩვენებელს ითვალისწინებს.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია. ეს გარკვეულწილად არის შაბათ-კვირის მანძილზე დაგროვილი შემთხვევების ეფექტი და ეს ჩვენ ადრეც გვქონია, თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება ცალსახად აღინიშნება, ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი.

გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ ერთი დღის დადებითობის მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, არ ვიყენებთ. ვაკვირდებით ორი კვირის მაჩვენებელს, რომელიც უახლოვდება 4%-ს, რაც ჩვენთვის იყო ნიშნული იმ კუთხით, რომ 4%-ის მიღწევის შემდეგ უკვე იკვეთებოდა უფრო მკაცრი ღონისძიებების აუცილებლობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 297 728-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 282 237 და გარდაცვლილია 3 959 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე 30 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

„ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე

„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - გამყრელიძე