მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ბუწაშვილი: ჩვენი ამოცანა არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შემცირება უნდა იყოს

ექიმი ინფექციონისტი
1606126835
COVID-19

ექიმ ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმალურად შემცირდეს. 

ინფექციონისტი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

ამასთან, მაია ბუწაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ემხრობა სრულ „ლოკდაუნს“, თუმცა საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების გაგრძელება.

„ხშირად ვიმეორებ, სრულ ჩაკეტვას „ლოკდაუნს“ ნამდვილად არ ვემხრობი. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მისი დამაზიანებელი შედეგი. საქართველოს ამის გადატანა ხელახლა ძალიან გაუჭირდება.

თუმცა, რაღაც მიზანმიმართული, რასაც წერტილოვან შეზღუდვებს ვუწოდებთ, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას ცხადია უნდა მივმართოთ. მაგალითად, ახალი წლის წინ ძალიან მაღალი რისკია იმისა, რომ წინასაახალწლო ბაზრობებზე ბევრი ადამიანი მოიყრის ერთად თავს და საფრთხეა. ისეთი სიმჭიდროვეა, იქ ხალხის ინფიცირების მაღალი რისკი იქნება, ამ მიმართულებით რომ ვიფიქროთ, კარგი იქნება და ა.შ. ცალ-ცალკე გააზრებული უნდა იყოს და არა მთლიანად გადაიკეტოს ყველაფერი, რაც მართლა დამღუპველი იქნება“, - აცხადებს ბუწაშვილი.

რაც შეეხება ოჯახის ექიმების ნაწილს, მაია ბუწაშვილის თქმით, უნდა გაფართოვდეს ონლაინ კლინიკების რაოდენობა.

„მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ მართლაც კარგი იქნებოდა, რომ გაზაფხულიდან რომ დაწყებულიყო ეს პროცესი. არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია რაც იყო, ეს ძალისხმევა სჯობდა მიგვემართა იქითკენ, რომ ონლაინ კლინიკები გაფართოვებულიყო. თუმცა კარგია, რომ ეს პროცესი მაინც დაიძრა. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ოჯახის ექიმების რაოდენობა, ვინც ჩართულია იმ პროცესში. ახლა მიმდინარეობს დიფერენცირება ვინ მოთავსდება საავადმყოფოში და ვინ რჩება ბინაზე. ოჯახის ექიმთან კავშირის პრობლემა არ უნდა იყოს. როგორც ვიცით, ხალხი ამაზე წუწუნებს. თავიდან მსუბუქი მდგომარეობა, გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება. ეს პროცესი რაც შეიძლება ფორსირებულად უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბუწაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

ინფექციონისტი ჰოსპიტლების საკითხზეც საუბრობს. მისი თქმით, ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა.

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციების შემცირება. ვიცით, რომ ახლა ჰოსპიტალიზაციის პროცესი 35%-ს შეადგენს. ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი სისტემა“, - ამბობს ბუწაშვილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 881 პირი მძიმე მდგომარეობაშია

🔴 40 მლნ გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი გლობალური სტატისტიკა