მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ზალდასტანიშვილი: თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ტრანსპორტის ჩაკეტვის

მარიამ ზალდასტანიშვილი ფორმულას ეთერში
1611580573
COVID-19

ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება შეიძლება.

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტი არ უნდა ჩაკეტილიყო. ზალდასტანიშვილის თქმით შესაძლებელია, კომენტანტის საათის გადაწევაც.

"ვფიქრობ, არის რაღაცები, რისი შემსუბუქებაც შესაძლებელია. კერძოდ, თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ტრანსპორტის ჩაკეტვის. 21:00 საათამდე კომენდანტის საათი ისახავს იმას, რომ არ მოხდეს ღრეობები გვიანობამდე. ვფიქრობ, რომ შეიძლება 1 საათით გადაიწიოს.

სასწავლო დაწესებულებებში სწავლა საჭიროა, იმიტომ, რომ ძალიან გაგვეწელა ლოქდაუნის პერიოდი", - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო ზოგი ძალაში დარჩება.

შეზღუდვები, რომელიც პირველი თებერვლიდან მოიხსნება:

✔️ პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

✔️ პირველი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება.

✔️ პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

✔️ პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.