მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაისის პირველ ნახევარში შემთხვევათა კატასტროფული მატება თუ არ იქნება, იმედი გვაქვს, ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით“- პაატა იმნაძე

იმნაძის კომენტარი
1620567010
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია სტაბილური იქნება, შესაძლოა, ზაფხულს ნორმალურად შევხვდეთ.

როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ ამ პროცესში უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

„საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია გვაქვს. მაისის პირველი ნახევარი თუ ისე განვლეთ, რომ შემთხვევათა კატასტროფული მატება არ იქნება, დიდი იმედი გვაქვს, შემდგომ ზაფხულს უფრო ნორმალურად შევხვდებით.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აცრები, რომლებიც ქვეყანაში საკმაოდ კარგად მიდის, კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ მეტი ჩვენი თანამოქალაქე აიცრება და ასეთი სამწუხარო დღეები აღარ გვექნება“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1489 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 321919 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 300989 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,84%, ბოლო 14 დღის - 5,98%, ბოლო 7 დღის - 6,55%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჯანმომ „სინოფარმი“ დაამტკიცა

✅„მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შევძლებთ“- ეკატერინე ტიკარაძე

✅„ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლის მიღება დიდხანს არაა მიზანშეწონილი, ერთი ჭიქა შეიძლება“- ამირან გამყრელიძე