მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნებიდან ადამიანების შემოსვლა, სადაც ინდური შტამია გავრცელებული“ - მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე
1622456525
COVID-19

„მოსალოდნელია, რომ შემოვიდეს ინდური შტამი, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ასევე სახელმწიფოზეც. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნებიდან ადამიანების შემოსვლა, სადაც ეს შტამია გავრცელებული და იყოს კონტროლის ქვეშ“- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, თავიდანაც არ იყო კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ შემოვიდა და უნდა ველოდოთ, რომ ინდური შტამი შემოვა და ასე რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

„ამ ეტაპზე დადებითობის მაჩვენებელი ნამდვილად საიმედოა. გვაქვს აღნიშნული მაჩვენებლის მატებისა და კლების ტენდენცია, თუმცა ჩვენი პატარა ქვეყნისათვის ეს ცოტა არ არის. დღეისათვის დრამატული სიტუაცია არ არის, რაც იყო მეორე ტალღის დროს.

განსაკუთრებული შიშის დანერგვა არ არის საჭირო. მოსახლეობამ უკვე ვიცით, რომ ჩვენ არ გვაქვს მარტივ ვირუსთან საქმე, უკვე ყველა გამზადებულია ვაქცინაციისთვის, ატარებენ ნიღბებს და თუკი ჩვენი შეგნება ასეთი იქნება, ვფიქრობ სიტუაცია დრამატულად არ უნდა წავიდეს.

ამ პერიოდისათვის ინფიცირებულთა დადებითობის მაჩვენებელს ცოტა მეტს ველოდებოდით თუმცა არ არის ისე. იმედი უნდა ვიქონიოთ, მაგრამ ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

ვაქცინაციამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო და თანდათან მოიმატებს ვაქცინირებულთა რაოდენობა, ასევე ყველა იცავს რეგულაციებს და ვფიქრობ, რომ გადავრჩებით.

ჯერ კორონავირუსი არ გაქრება, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მოვლენები ჩვენს ქვეყანაში ძალიან დრამატულად არ წარიმართება “- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1195 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 343963-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 327618 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,95%, ბოლო 14 დღის - 3,41%, ბოლო 7 დღის - 2,8%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✅რამდენად გვიცავს ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამისგან? - იმნაძის განმარტება

✅„ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან, გარკვეულწილად დაცული ვართ“ - მარინა ენდელაძე