მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი
1617798834
COVID-19

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ  ინფორმაციას ის ფეისბუკზე ავრცელებს.

მდინარაძე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი კოვიდზე დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.
ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“,- წერს მმართველი გუნდის ლიდერი.

აგრეთვე იხილეთ:

📌პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

📌„პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები“- პაატა იმნაძე

📌„ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის, მაგრამ ის გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან“- თენგიზ ცერცვაძე

📌გიორგი ვოლსკი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა