მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი სვანეთში მყოფებს ცხელი ხაზით სარგებლობისკენ მოუწოდებს

მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1597230645
COVID-19

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ყველას, ვინც ახლა სვანეთში იმყოფება, მოუწოდებს, რომ მათი აღრიცხვის მიზნით ცხელი ხაზით ისარგებლონ. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, ვინც ახლა სვანეთში იმყოფება, ისარგებლონ ცხელი ხაზით - 144, დაუკავშირდნენ ამ ნომერს, აღირიცხონ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ მათგანთან პირდაპირ კონტაქტზე იქნება, რათა მოხდეს მათი კარანტინში ორგანიზებულად გადაყვანა, თუ საჭირო ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ის წარმატებულად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს მესტიაში კოვიდინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.