მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე კოვიდინფიცირების მატების პიკს ვარაუდობს

ბოქსირებული განყოფილების უფროსი
1601537398
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდინფექციის შემთხვევებმა მოიმატოს და შემდეგ კი კლებისკენ წავიდეს.

ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების მომატებული რაოდენობა მოსალოდნელი იყო.

„ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა ახალ დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება, პრაქტიკულად ახალი ინფიცირებულების ყველას წყარო ცნობილია.

მომატებული რაოდენობა მოსალოდნელი იყო და ვფიქრობ აქტიური დატესტვების შემდეგ თანდათან შემცირდება. კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება, არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. ვფიქრობ, რამდენიმე დღე კიდევ გვექნება პიკი და თანდათან შემცირდება.

ჯერჯერობით ქვეყანა ისევ მწვანე ზონაშია. თბილისში ასე თუ ისე შედარებით უკეთ იცავენ წესებს. დაიჯერა ხალხმა, რომ მართლაც არსებობს ინფექცია. ვნახეთ, რომ ტემპერატურაზე ეს ვირუსი მაინდამაინც არ რეაგირებს, ზამთარში კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, პირველ ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299, ხოლო 1 პირი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.