მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: 2 მძიმე პაციენტთან სტაბილიზაციას მივაღწიეთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586965594
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ორ მძიმე პაციენტთან დაავადება არ პროგრესირებს, სტაბილიზაცია დადგა. თუმცა, ჯერჯერობით, პრობლემურ პაციენტებად მოიაზრებიან",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, სხვა პაციენტების, მათ შორის მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკაში 12 პაციენტის კორონავირუსზე კვლევის შედეგებს ელოდებიან.