მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა პაციენტს პნევმონია აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586155243
COVID-19

"ახალი შემთხვევებიდან 5 ჩვენთან არის მოთავსებული. დღე-ღამის განმავლობაში 28 პაციენტთან ჩატარდა ტესტი, 5-თან დადასტურდა, 3 თან კი პასუხი გაურკვეველია და ტესტი განმეორებით ჩატარდება",- ამის შესახებ ინფექციური საავდამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს.

"ამ ეტაპზე გვიწევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. 60 წელზე უფროს ყველა პაციენტს პნევმონია აქვს. გუშინდელი პაციენტებიდან 2-საც მძიმე პნევმონია აქვს. ვიმედოვნებთ, რომ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.