მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ჩვენთან შემოსული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585896162
COVID-19

"ახალი პაციენტებიდან ჩვენ 2 დაგვემატა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე. საერთო ჯამში, გუშინდელიდან მოყოლებული 9 პაციენტი დაგვემატა. 5-თან არის პნევმონია, დანარჩენებთან პნევმონია არ გვაქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან",-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, რომელთაგან ჩვენთან 2 მკურნალობს. ამ პაციენტების წყარო ცნობილია. დანარჩენები სხვა მიმღებ კლინიკებში გადანაწილდენენ. 148 ინფიცირებულიდან ჩვენთან ამ დროისთვის 40 პაციენტი მკურნალობს",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, ხოლო 3-თან სტაბილიზაცია მიღწეულია.

საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა. 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.