მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1593847166
COVID-19

საქართველოში კოვიდინფიცირების სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოყვანილია ჩვენს ცენტრში. ამ დროისთვის დადასტურებული დიაგნოზით 24 პაციენტი გვყვას. მათი მდგომარეობა, ძირითადად, საშუალო სიმძიმისაა",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 946 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 825 და გარდაცვლილია 15 პაციენტი.