მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია ინფიცირებულებზე: ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება ყველა ქვეყნისთვის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585725060
COVID-19

"სქართველო დღეს მსოფლიოში "კოვიდთან" ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად მოიაზრება. ქვეყანაში ეს პროცესი ძალიან მოწესრიგებულია. კრიტერიუმების მიხედვით კვლევები კარგად ტარდება. შეხედეთ მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში კონტროლირებადი, ზომიერი მატებაა დაავადების. 26 თებერვლის შემდეგ გვყავს 115 შემთხვევა. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნება",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვითარება აჩვენებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის არსებული კრიტერიუმები სწორად გამოიყენება.

"ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად და თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და არსებული კარგი შედეგები",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სქართველოში კორონავიურსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.