მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი გვყავს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586414767
COVID-19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს, ამ შვიდიდან 2-ის მდგომარეობა უფრო მძიმეა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი ვყავს, მათგან 2 უფრო მძიმეა, რომელთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედია, მათი მდგომარეობა დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი, ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 50 გამოჯანმრთელებულია, 3 გარდაცვლილი. ამ ეტაპზე COVID-19-ით ინფიცირებული 159 პაციენტი მკურნალობს.