მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ცოტა მოვეშვით, ამის უფლება არ გვაქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1596095085
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, საქართველოში მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვლინდა.

„რომ არა მოსახლეობის ასეთი პასუხისმგებლობა, ალბათ ასეთი შედეგები არ დაიდებოდა“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თუმცა, მისი თქმით, ბოლო დროს მოსახლეობა რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ცოტა მოეშვა.

„ახლა ცოტა გავთამამდით, მოვეშვით, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა იქნება, თუ მასზე ათჯერ მეტი, ვალდებულები ვართ, არსებული რეგულაციები შევასრულოთ, ეს არის სოციალური დისტანცირება. თუ ეს ვერ ხდება, აუცილებელია პირბადის ტარება. ყველაზე მთავარია - დიდი თავშეყრის ადგილები არ უნდა შევქმნათ.

ძალიან რთულია ასეთი რეჟიმით იცხოვრო. მესმის, როცა შეზღუდვებზე ვლაპარაკობ, შეიძლება ვინმეს გარკვეული პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში იმ რეკომენდაციებით ვცხოვრობ, რომელსაც გავცემთ. ჩვენი დაწესებულების თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომ ქვეყანაში დავიცვათ ის რეგულაციები, რაც აუცილებელია. ჩვენს ცენტრში მედპერსონალს დღემდე არ დადასტურებია კოვიდინფექცია. ღმერთმა დაგვიფაროს, გვფარავდეს ღვთისმშობელი - ასე შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 განიკურნა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტია გარდაცვლილი.