მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ეზუგბაია: ვიცი გაგიხარდებათ - კორონავირუსისგან 2 ბავშვი განიკურნა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585471493
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვი იყო მოთავსებული, ეტაპზე კი 2 გამოჯანმრთელებულია.

მისივე ცნობით, დარჩენლი 3 მოზადის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინიც , სავარუდოდ, მალე დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას.

"დღეს კორონავირუსისსგან გამოჯანმრთელების 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, განმეორებითი ტეტის ჩატარების შემდეგ პასუხი უარყოფითი მოვიდა. შესაბამისად, ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას. ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში დაავადებისგან 17 პირი განიკურნა. ვიცი, გაგიხარდებათ და გეტყვი, რომ მათგან 2 ბავშვია. კორონავირუსის დიაგნოზით ჩვენს კლინიკაში სულ 5 ბავშვი იყო მოთავსებული, ორი გავწერეთ და დანარჩენ სამსაც, ვიმედოვნებთ, მალე გავწერთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში  COVID-19-ისგან 18 ადამიანი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში 4695 პირი იმყოფება. ამავე მონაცემების თანახმად, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 მოქალაქე რჩება.