მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრი
1585209050
COVID-19

მარნეულიდან თბილისში გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუშინ აღებული ტესტის პასუხი უარყოფითია",-აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

მარნეულიდან ახალშობილი კორონავირუსზე კვლევისთვის თბილისში გუშინ გადაიყვანეს.