მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულიში თერმოსკრინინგი 92 000 ადამიანს ჩაუტარდა

უცხოური მედია საქართველოზე: სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსი ძალიან ნელა გავრცელდა საქართველოში.
1585730681
COVID-19

"მარნეულში თერმოსკრინინგი უკვე 92 000 ადამიანს ჩაუტარდა. დარჩა ქალაქი მარნეული და ოთხი ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ ორ დღეში უკვე დავასრულებთ პირველ ეტაპს",-ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

მისი თქმით, საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება. კორონავირუსზე მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

"საველე ჰოსპიტალში მყოფი 6 ადამიანის ანალიზის პასუხები დღეს, ხოლო დანარჩენი 4-ის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი",-აღნიშნა ზაურ დარგალმა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გუშინ კომენდანტის საათის პერიოდში, მარნეულში მშვიდი ვითარება იყო.