მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში მოსახლეობის შემოწმება "კარდაკარ" პრინციპით მიმდინარეობს

კარანტინიზ ზონა
1585038451
COVID-19

მარნეულში ახალ კორონავირუსზე მოსახლეობის შემოწმება "კარდაკარ" პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწუმენბულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა.

რწმუნებულის თქმით, ადგილზე გარკვეული პრევენციული ზომების მიღება ხდება.

"მოხალისეები, ექიმებთან ერთად ჩართული, კარდაკარ დადიან და ამოწმებენ მოსახლეობას ადგილზე. გარკვეულ პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მარნეულში დაახლოებით გვყავს 40 ჯგუფი, ასევე გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ, მათთვის გასაგებ ენაზე სწორ, მოკლე მესიჯებს აძლევს მოსახლეობას. ამან რა თქმა უნდა თავისი შედეგი გამოიღო. დღეს მარნეულში გაცილებით მცირეა გადაადგილება. ასევე დღეს პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომზურ ენაზე", - განაცხადა რეხვიაშილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონად გამოცხადდა.