მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე-3, მე-4 კვარტალში მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე ვფიქრობთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1619005191
COVID-19

„რეალურად მე-3, მე-4 კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით მობილიზებას, გაბუნიას თქმით, უახლოეს მომავალში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოქალაქეების მაღალი აქტივობა პორტალზე, სადაც მათ შეუძლია დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ეს გვეხმარება იმაში, რომ სწორად მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რომელი ვაქცინები იქნება მეტად მისაღები. რაც შეეხება „ფაიზერს“ რეალისტური მოლოდინი ფართო გამოყენებისთვის, მეორე კვარტალის ბოლოდან შესაძლებელია ამაზე ვისაუბროთ. მესამე და მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საყოველთაო ვაქცინაცია იქნება ხელმისაწვდომი და შესაძლებელი.

რეალურად მე-3, მე-4 კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე. მალე გვექნება კონკრეტული პასუხები „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, „ნოვოვაქსი“ არის ჩვენთვის ასევე ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა, მოქალაქეები ამის შესახებ შეიტყობენ“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ამავე თემაზე:

🔴 „კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

🔴 „შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს“ - მაია ბუწაშვილი აცრამდე „პრევაქს გამოკვლევების“ ჩატარებას არასწორს უწოდებს