მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედია: კორონავირუსის ჩინური ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

ვაქცინა ბავშვებისთვის
1610709445
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა, რომელიც  ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფის CNBG-ის შვილობილი კომპანია „სინოფარმის“ მიერ არის წარმოებული, 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებში, რომელთა იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ვითარდება, ვაქცინაცია ფრთხილად და მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა წარიმართოს“, - განუცხადა მედიას CNBG– ის თავმჯდომარემ.

CNBG–ის COVID19-ის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა აქვს, რომელიც კლინიკური კვლევების მე-3 ფაზას გადის. ორივე მათგანს გადაუდებელი გამოყენებისთვის აქვს ნებართვა მოპოვებული.

👉 ინფორმაციისთვის, მწარმოებლების განცხადებით, CNBG-ის ვაქცინა, რომელიც მასობრივი გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებულია, ვირუსის წინააღმდეგ 79,3%-ით ეფექტურია.

👉 ჩინეთში ვაქცინაციის პროგრამა, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო, დეკემბერში გაფართოვდა. ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთაც აგრეთვე ბავშვებში გამოყენებისთვისაც ცდიან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„პანდემიის კონტროლისთვის მოგვიწევს ბავშვების ვაქცინაციაც“ - ინფექციონისტი

პაატა იმნაძე ჩინურ ვაქცინაზე: თუ ჯანმო აღიარებს, რატომაც არა

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება