მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედიკამენტი "პლაქვენილი" "სოლიდარობის კვლევაში" დააბრუნეს

პლაქვენილი
1591265699
COVID-19

მედიკამენტი "პლაქვენილი", რომელიც კოვიდინფექციის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევაში" დააბრუნა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა.

"აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ეს რეკომენდაცია და სოლიდარობის კვლევის ფარგლებში პრეპარატების ცდები გაგრძელდება", - აღნიშნა გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა.