მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია“- ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1618149801
COVID-19

„მგონი დადგა დრო, ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ“- წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია.

„ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.

უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები – ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ – წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.

მგონი დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.

მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია“- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 457 ადამიანმა გაიკეთა.

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 19 684 ადამიანია აცრილი.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა შეზღუდვები არ გვქონდეს, ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩავერთოთ“ - ცერცვაძე

✔️ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში

✔️ამირან გამყრელიძე: ძალიან გვინდა, რომ აღდგომის დღესასწაული მშვიდად ჩატარდეს