მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქცინა
1597044543
COVID-19

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი სავარაუდოდ სვანეთში თბილისიდან ჩასული პირისგან გავრცელდა.

ინფიცირებულებს შორის 7 მესტიის მკვიდრია, 10 კი, სტუმარი.

პაციენტების ნაწილი კლინიკებში ამ წუთებში გადაჰყავთ, ნაწილი კი უკვე მოათავსეს თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში. ეპიდემიოლოგები ლენჯერში დღეს მთელი დღე იმუშავებენ. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ყველა მცხოვრებს ბიოლოგიურ მასალას აუღებენ.