მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში კორონავირუსზე გამოკვლეული 600 პირის პასუხი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1597255479
COVID-19

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 600 პირის პასუხი ცნობილია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 600 ნიმუშიდან დადასტურებულია მხოლოდ ერთი შემთხვევა.

„დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში 12 აგვისტოს დამატებით დაახლოებით 800-მდე ტესტი ჩატარდა, რომლის პასუხებიც სავარაუდოდ ხვალ, 13 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ინფორმაციისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავირუსის 31 შემთხვევა, რომელთაგან უმეტესობა სოფელ ლენჯერიდანაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.