მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტროს მემანქანეები კორონავირუსით ინფიცირდნენ - არის თუ არა მეტროს მუშაობის შეჩერების საშიშროება?

თბილისის მეტრო
1606291109
COVID-19

მეტროს მემანქანეების ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა.

„სექტემბერში „ერთობა-2013“-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემანქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ მგზავრებისთვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა.

არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლაციაში.

მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო“, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ავრცელებს.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge სატრანსპორტო კომპანიაში არკვევს დეტალურ ინფორმაციას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „ხალხი საშობაო მომენტების გაზიარებას შეძლებს“ - საფრანგეთში საშობაოდ შეზღუდვები მცირდება

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა