მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერები ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას შეისწავლიან

მეცნიერები ვუჰანში გაემგზავრებიან
1608138038
COVID-19

10 საერთაშორისო მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, მომდევნო თვეში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად გაემგზავრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ინფორმაციას კი, BBC ავრცელებს. 

ჩინეთი დამოუკიდებელ გამოძიებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა WHO ქალაქში შესასვლელად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვირუსი სავარაუდოდ ქალაქის ბაზრიდან გავრცელდა, სადაც ცხოველები იყიდება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჩინეთი დადანაშაულებული ჰყავს თავდაპირველი აფეთქების დამალვაში.

რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელი ფაბიან ლეენდერცი აცხადებს, რომ WHO-ს მიზანია არა დამნაშავის მოძებნა, არამედ მომავალში აფეთქების თავიდან აცილება.

„უნდა გაირკვეს რა მოხდა, რათა ამ მონაცემების საფუძველზე შევამციროთ რისკი მომავალში“, - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. შემდეგ კი, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔅როგორ იგეგმება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია?

🔅საქართველოში COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება

🔅აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა