მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერები: კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და ბევრად უფრო საშიში გახდა

ვირუსის ფოტო
1588760657
COVID-19

პანდემიის დროს COVID-19-ის ვირუსმა, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა და მსოფლიოს 212 ქვეყანა მოიცვა, მუტაცია განიცადა და ახალი შტამი ადამიანისთვის კიდევ უფრო საშიში გახდა. ამის შესახებ ამერიკის, Los Alamos-ის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერები იუწყებიან, რომლებიც ბრიტანეთის დიუკისა და შეფილდის უნივერსიტეტების კოლეგებთან თანამშრომლობდნენ.

მათ ვირუსული გენომის რამდენიმეათასიანი თანმიმდევრობა შეისწავლეს და 14 სახის მუტაცია აღმოაჩინეს. მათგან 1 ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთერებით სახიფათო აღმოჩნდა, რადგან ის გავლენას ახდენს უჯრედის ცილოვან სტრუქტურაზე და სხეულში ვირუსის ადვილად ათვისება ხდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი კორონავირუსის მუტაციამ შესაძლოა მომავალში ვაქცინის მოქმედების ხარისხი შეამციროს.