მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერებმა კორონავირუსის მსუბუქად მიმდინარეობის სიმპტომი გამოავლინეს

კორონავირუსის გამოსახულება რენტგენში
1590758099
COVID-19

ამერიკაში, ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარში ვლინდება ისეთი სიმპტომი, როგორიცაა გემოს დაკარგვა.

„ადრეულ კვლევებში ეს სიმპტომი არ აღინიშნებოდა, რაც სხვა მკვეთრად გამოხატულმა სიმპტომებმა განაპირობა, ესენია ხველა, ცხელება და სუნთქვის პრობლემები. ახლა ნათელია, რომ შეცვლილი ან დაკარგული გემოვნების შეგრძნება პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღინიშნება“, - განმარტავენ სპეციალისტები.

ახალ კვლევაში, რომელიც მარტიდან დაიწყო და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, 800-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო. გამოიკვეთა, რომ მათ 49,8% -ს გემოვნების შეგრძნებებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა. ექსპერტების აზრით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ ამ სიმპტომის რეალური პრევალენტობა კიდევ უფრო მეტია.

მკვლევარებმა ვარაუდობენ, რომ გემოვნების დაკარგვა დაკავშირებულია დაავადების შედარებით მსუბუქ ფორმასთან და ეს სიმპტომი ხელს შეუწყობს ინფექციის მატარებლების იდენტიფიცირების გაადვილებას.