მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე გერასიმე კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე
1632388481
COVID-19

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, რამდენიმე დღეა, რაც კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით, მკურნალობის კურსს გადის თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტ გერასიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურობითა და დადებითი დინამიკით ხასიათდება.

შეგახსენებთ, რომ მეუფე გერასიმე თავდაპირველად არაჰოსპიტალიზაციის პირობებში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, მოგვიანებით, მედიკოსთა რჩევით, ის კლინიკაში გადავიდა სამკურნალოდ.