მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: სრული კარანტინი ბათუმშიც არ იგეგმება

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
1600251363
COVID-19

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში სრული კარანტინი არ იგეგმება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, ბათუმში ლოკალურად და წერტილოვნად მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ ბათუმში თერმოსკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს.

„სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ არ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები ხორციელდება ლოკალურად და წერტილოვნად, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად, ბათუმში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ისევე როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სწავლასთან მიმართებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბათუმში მთავრობის მეთაურის დავალებით იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

„ისინი ადგილზე სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით არიან ჩასულები. მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოფხვრას და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს განსაკუთრებით ბათუმში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში“, - დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს 16 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 144 აჭარაში დადასტურდა.