მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მგონია, რომ მესამე ტალღა არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო მეორე ტალღა“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1614925482
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსს სეზონური ხასიათი აქვს - ზაფხულში მისი გავრცელება შედარებით მცირდება.

„შესაძლო მესამე ტალღის დასაწყისი მაინც ემთხვევა გაზაფხულის პერიოდს, უფრო თბილ ნაწილს.

ამ ვირუსს გარკვეულწილად სეზონურობა აქვს, ზაფხულში შედარებით მცირდება მისი გავრცელება, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები გარეთ უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე შიგნით, ვენტილაცია ბუნებრივად უკეთესია,“ - აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებისას ეკონომიკის გახსნის პარალელურად, მაინც უნდა დარჩეს ძალაში პირბადის ტარება.

„მგონია, რომ მესამე ტალღა არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო მეორე ტალღა,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იხილეთ აგრეთვე:

საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა იწყება

„საჭიროა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ პირბადის ტარება უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ურთიერთპატივისცემის გამოხატვა“- პაატა იმნაძე

როდის დასრულდება პანდემია? - ექსპერტთა პროგნოზები და რეკომენდაციები