მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიჩნეულია, რომ კოვიდვაქცინაციის გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1620130790
COVID-19

„ჰიპოთეტურად და წინასწარ მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის ერთჯერადი ვაქცინაცია და მას გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო, იქნება ეს „სინოფარმი“, „ფაიზერი“ თუ ნებისმიერი სხვა ფორმა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მესამე დოზასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ „სინოფარმზე“, არამედ სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც არის გარკვეული სამეცნიერო მსჯელობა. ასეთი მსჯელობა ცოტა ხნის წინ იყო „ფაიზერთან“ დაკავშირებით.

ჯერჯერობით, სტანდარტულად არის ორჯერადი ვაქცინაცია 21-დღიანი ინტერვალით. დაველოდებით, თუ იქნება დამატებითი საუბარი. მესამე დოზა იქნება ალბათ რამდენიმე თვის შემდეგ, ეფექტის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ივანე ჩხაიძე: „სინოფარმს“ აქვს ევროპის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია - ესაა უნგრეთი

„ჩემი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება“ - გამყრელიძე 67 წლის კაცის ვაქცინით გარდაცვალებაზე

ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს - გიორგი ღიბრაძე