მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1616156118
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება.

მისი თქმით, მრავალპროფილურ კლინიკაში არსებობს გარანტია, რომ ვაქცინაციის დროს მძიმე გვერდითი მოვლენის გამოხატვის შემთხვევაში რეანიმაციული ჩარევა დაუყოვნებლივ მოხდება.

„ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების მიზნით, გუშინ სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი ისევე როგორც AstraZeneca-ს, ასვე Pfizer-ის შემთხვევაში ვაქცინაცია გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზომა იყო დროულად მიღებული და ერთი წუთიც არ დაკარგულა, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მაგრამ იმის გამო, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება უკავშირდებოდეს ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სამედიცინო მუშაკების ჯავშნები ვაქცინის გაკეთების შესახებ, ქვეყნის მასშტაბით 40 კლინიკაში გადანაწილდება.

„ჩვენი კოლეგების ყველა ჯავშანი, რომელიც იყო ამბულატორიულ დაწესებულებაში გაკეთებული, გადანაწილდება სხვადასხვა კლინიკაში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, ახალგაზრდა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.