მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1616146423
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია გაგრძელდეს. 

მისი თქმით, ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევას სპეციალური კომისია შეისწავლის.

„წინასწარი დიაგნოზი არის მძიმე გვერდითი რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი. დღეს დამატებით კიდევ იქნება ანალიზები ჩატარებული იმისთვის, რომ ეს დიაგნოზი გარკვეულწილად დადასტურდეს.

ამას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ კომისია, რომელიც ჯანმო-ს ექსპერტებთან ერთად იმუშავებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, იყოს სრულად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მონაცემები გვაქვს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა და ჯანმო-სგან კრიზისული კომუნიკაციების გეგმა მიიღო.

„ჩვენ მაშინვე მივაწოდეთ ყველა უწყებას ინფორმაცია, რომელიც ჩართულია ფარმაკოზედამხედველობის პროცესში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ კრიზისული კომუნიკაციის გეგმა.

ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს, რადგან ეს არის მოსალოდნელი გვერდითი შემთხვევები და მთლიანად ვაქცინაციის სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ვაქცინაციის შეფერხება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, ახალგაზრდა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აჭარის მაღალმთიან რაიონებში ვაქცინაცია შეჩერდა

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

ახალციხის კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა