მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მობილობა გამოიწვევს იმას, რომ ვირუსმა შესაძლოა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1621786335
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მობილობის გაზრდამ შესაძლოა, საქართველოში ინდური შტამის გავრცელება გამოიწვიოს.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოში ინდური შტამი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა.

„გარდა იმისა, რომ სწრაფად ვრცელდება, ახლა არის ზაფხულის პერიოდი და მობილობა არის ძალიან დიდი. მობილობა გამოიწვევს იმას, რომ ვირუსმა რამდენიმე ადგილას ერთად იფეთქოს, თუ საქართველოც ტურისტული სეზონისთვის გახსნის საზღვარს, შეიძლება, კიდევ სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდეს ეს ვარიანტი. დაბალი იმუნური ფენა და ვაქცინაციის დაბალი მოცვა საფრთხეს ქმნის, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს.