მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი? - გიორგი ღიბრაძის განმარტება

„კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია
1621934170
COVID-19

ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ ამ ქვეყანაში არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კომენდანტის საათს შეეხებოდა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„თუ იქნება საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ცხადია, ეს მოხდება, თუმცა თუ კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია შესაძლებელია, იძულებული გახდეს ქვეყანა, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე,“- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

შეგახსენებთ, 17 მაისს „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება

👉 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტების შიდა სივრცეები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ