მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოქალაქეების ორი კლასი - ევროპაში ვაქცინის პასპორტის შექმნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა

ვაქცინის პასპორტი
1614192222
COVID-19

დანიაში ვაქცინის პასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ჩატარდა. ევროკავშირი მოსწონთ ეს იდეა, ხოლო ჯანმო ამის წინააღმდეგია. რადგან ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს იცავს ვაქცინა ადამიანს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ავრცელებს. 

ვაქცინის პასპორტი, რომელიც სინამდვილეში პასპორტი არ არის, მაგრამ ვაქცინაციის სერთიფიკატია. მათი გამოყენება შესაძლებელია რესტორნებში, ბარებში, ფესტივალებსა და თვითმფრინავებში შესასვლელად. მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ სერთიფიკატს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს.

„პასპორტებს“ შეეძლებათ ორი კლასის მოქალაქის შექმნა: ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული. ეს განსაკუთრებით უსამართლოა, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია არც დაწყებულა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ განვითარებადი ქვეყნები 2024 წლამდე არ მიიღებენ დოზებს.

ვაქცინის პასპორტები ამავდროულად ხელს შეუშლის ადამიანების პერსონალურ მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვას.