COVID-19

"მომავალი 3-4 კვირა საფრთხილო და საგანგაშო იქნება"

კორონავირუსის პიკი
01:15 30.03
დაკოპირებულია

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის კრიტიკული ფაზის მსუბუქად გადასატანად საზოგადოების მხრიდან ყველა რეკომენდაციისა და რეჟიმის მკაცრი შესრულებაა საჭირო.

გამყრელიძის პროგნოზით, რამდენიმე კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გარდაუვალი იქნება.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევბის დიდი რაოდენობის გამოვლინება არ არის ფიქსირებული, მაგრამ როგორც წესი დააავდების გამოვლენიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8-კვირაში უკვე მოსალოდნელია პიკი და როდესაც ქვეყანაში შიდაგავრცელებაა ეს არის უკვე განგაშის სიგნალია. ამიტომ ჩვენთვის მომავალი 3-4 კვირა ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იქნება. შემთხვევბის მატება, რომ იქნება ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ როგორმე შემთხვევების ნახტომისებრი მატება არ იყოს. ამიტომ არის ყველა ზომების გამკაცრება საჭირო და საგანგებო მდგომარეობის ნორმების დაცვა აუცილებელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში "ახალი კვირა".

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ამ დრომდე ქვეყანაში დაავადების 91 ფაქტია დაფიქსირებული, მათგან 18 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. განკურნებულ პირებს შორის ორი ბავშვია.

COVID-19-ის პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე რეჟიმია ამოქმედებული.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...