მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობას მოვუწოდებთ დაემორჩილონ წესებს“ - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს, 28 ივლისი 2020 წ.
1600068741
COVID-19

დღეს, 14 სექტრემბერს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული, 165 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

„აჭარა კვლავ რჩება საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და ასევე მოვლაც.

„იმედი გვაქვს, რომ აჭარაში ძალიან მალე მოხდება ინფექციის ლოკალიზება“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100 კაციანი ქორწილი, რაც ინფიცირების ახალი მიზეზი გახდა.

„მოსახლეობას კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან და დაემორჩილონ წესებს, თორემ მსგავსი შედეგები კვლავ დადგება, რაც ცუდად წაადგება ეპიდსიტუაციას“,- დასძინა მან.

მისი თქმით თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში დაინფიცირებული პირის კონტაქტებიდან ყველა იზოლირებულია.

„კახეთის სკოლაში გამოვლენილი შემთხვევიდან ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. გარკვეული შემხებლობა იყო პედაგოგებს შორის და სიტუაცია მართვადია“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით კონტროლირებადია ყველა რეგიონი და ყველა სიტუაცია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2392-ს მიაღწია.