COVID-19

„მოსახლეობას მოვუწოდებთ დაემორჩილონ წესებს“ - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს, 28 ივლისი 2020 წ.
11:32 14.09
დაკოპირებულია

დღეს, 14 სექტრემბერს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული, 165 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

„აჭარა კვლავ რჩება საყურადღებოდ, სადაც ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და ასევე მოვლაც.

„იმედი გვაქვს, რომ აჭარაში ძალიან მალე მოხდება ინფექციის ლოკალიზება“,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100 კაციანი ქორწილი, რაც ინფიცირების ახალი მიზეზი გახდა.

„მოსახლეობას კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებებისგან და დაემორჩილონ წესებს, თორემ მსგავსი შედეგები კვლავ დადგება, რაც ცუდად წაადგება ეპიდსიტუაციას“,- დასძინა მან.

მისი თქმით თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში დაინფიცირებული პირის კონტაქტებიდან ყველა იზოლირებულია.

„კახეთის სკოლაში გამოვლენილი შემთხვევიდან ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. გარკვეული შემხებლობა იყო პედაგოგებს შორის და სიტუაცია მართვადია“,- აღნიშნა მან.

მისი თქმით კონტროლირებადია ყველა რეგიონი და ყველა სიტუაცია.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2392-ს მიაღწია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
18 წუთის წინ
არაღიარებული მთიანი ყარაბახის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის...
39 წუთის წინ
მარნეულში შაუმიანი-ხიხანის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპა...
46 წუთის წინ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენმა რუსეთს სომხეთისთვის და აზერბაიჯ...
50 წუთის წინ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დებატებში, სადაც „ქართული ოცნება“ არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას...
12:52
NCDC-ის ხელმძღვანელი გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსი ჯერჯერობით...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში ამ ეტა...
12:44
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირვ...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომებ...
თავდაცვის ძალებში დაზვერვის ქვედანაყოფებ...
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემ...
საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს საერთაშო...
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის სა...