მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის 60%-ის აცრა ამ წელს ვერ მოხერხდება“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1610735784
COVID-19

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

ზაზა წერეთლის თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ 60% აიცრება, უნდა დაზუსტდეს, ეს 60% როდის აიცრება.

„ვფიქრობ, რომ ამ 60%-ის აცრა ამ წლის მანძილზე ვერ მოხერხდება, ალბათ ეს მოცვა იქნება სრულად მომავალი წლისათვის. იმისათვის, რომ პანდემიის სიტუაცია გამოსწორდეს, დაახლოებით 80-85%იანი იმუნური ფენა უნდა შეიქმნას.

შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ აცრა არ არის საჭირო, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, უკეთესი იქნება, რომ მაღალ ციფრებზე ვიფიქროთ“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა წერეთელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე