მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის 60% თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით“ - გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1620109776
COVID-19

„თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, პირბადეს მოვიხსნით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ მედიას განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, აცრების და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება.

გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ მოქალაქეების ქცევებზე გადის.

„სიმბოლურია, რომ დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით. მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში, დღევანდელი რიცხვით 45 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული. დღეიდან დაიწყო, ასევე, აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით „სინოფარმით“, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა.

45 ქვეყანაში მიმდინარეობს „სინოფარმით“ ვაქცინაცია. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელსაც ყველა თქვენ მიჩვეული ხართ. ბევრს გაკეთებული გაქვთ ამ ტექნოლოგიით ბავშვობაში აცრები, ეს არის ე.წ. ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მლნ დოზა ადმინისტრირებულია.

სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს „ალმა-მატერში“ საავადმყოფოში. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ექიმს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად. ეს სივრცე ჩემთვის მნიშვნელოვანია და აქ გავატარე ჩემი ექიმობის 25 წელი.

აცრების და იმუნიზაციის გარეშე არ დამთავრდება ეს პანდემია. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია ნიღბები, მივეჩვიეთ ამას. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 153 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა