მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, იმისთვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას“ - გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1610711776
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კოვიდვაქცინაციის გეგმა უკვე აქვს. 

როგორც გამყრელიძემ კოვიდვაქცინაციის დანერგვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პლატფორმა „კოვაქსი“ გარანტიას იძლევა და საქართველოს უკვე პირველადი შენატანი გაკეთებული აქვს.

„საქართველომ კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მუშაობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. როდესაც პირველი კომუნიკაციები მოხდა ახლადშექმნილ „კოვაქს“ პლატფორმაზე.

ოფიციალურად საქართველომ თანხმობა განაცხადა ამ პლატფორმაზე და გააფორმა ხელშეკრულება „კოვაქს“ პლატფორმასთან.

ვაქცინაცია კოვიდის პანდემიის პერიოდში გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ორიდან, რომ პანდემია დასრულდეს. ორს როცა ვასახელებთ ერთი არის ვაქცინა და მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მოსახლეობის დაახლოებით 60% რომ შეიქმნას გაჯერებული იმუნური ფენა და მეორე გახლავთ ახალი ტიპის ანტივირუსული წამლები, ისინი აქტიურად ჩნდება ბაზარზე.

ეს მიმართულებები არის მთავარი ვაქცინაციის გეგმაში, თითოეული მიმართულება დეტალურად არის გაწერილი, ვინ არის განმახორციელებლი, ვინ არის პასუხისმგებელი და ა.შ. ანუ გეგმა ქვეყანას აქვს. „კოვაქსი“ ვაქცინას იძლევა და ეს გარანტირებულია. რადგან საქართველოს პირველი შენატანი გაკეთებული აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 245 ათასს აჭარბებს.

იხილეთ აგრეთვე:

„ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ მოხუცების გარდაცვალების შემთხვევა შესწავლის პროცესშია“ - ამირან გამყრელიძე