მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსახლეობის რამდენი პროცენტია კოვიდვაქცინით აცრილი საქართველოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში?

მსოფლიო კორონა
1623407210
COVID-19

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიო აქტიურად იყენებს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ ვაქცინებს, რომლებიც ფართოდ გავრცელდა და მიეწოდება ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ვაქცინაციის პერიოდთან გვაქვს საქმე.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დროისთვის ჯამში უკვე 2.26 მილიარდი დოზაზე მეტი ვაქცინაა გამოყენებული.

იმისთვის, რომ ფართო მასებში ვაქცინაცია შედეგიანი იყოს, გაცილებით მეტია საჭირო, თუმცა ქვეყნების ვაქცინით მომარაგება-მიწოდება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

მედიკოსთა განცხადებით, იმისათვის, რომ ვაქცინამ იმოქმედოს და ადამიანი ვირუსისაგან დაიცვას, საჭიროა ორი დოზის მიღება, რამდენიმე კვირის ინტერვალით. თუმცა მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მესამე დოზის დამატება არ გახდება საჭირო.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. 11 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 197 114 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აქ ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი შემდეგი სახისაა:

✅აზერბაიჯანი - 16,56% - გამოყენებულია 2,62 მლნ. ვაქცინა

✅სომხეთი - 1,13% - გამოყენებულია 33,529 ვაქცინა

✅რუსეთი- 12,30 % - გამოყენებულია 31,61 ვაქცინა

✅თურქეთი -21,98% - გამოყენებულია 31,99 მლნ. ვაქცინა

ხოლო საქართველოს მეგობარი ქვეყნების შედეგი ასეთია:

✅უკრაინა - 3,12% - გამოყენებულია 1,55 მლნ. ვაქცინა

✅ლატვია- 29,93%- გამოყენებულია 902 207 ვაქცინა

✅ლიტვა - 42,02 % - გამოყენებულია 1,88 მლნ. ვაქცინა

✅მოლდოვა - 9,27% - გამოყენებულია 501 896 ვაქცინა

✅ა.შ.შ. - 51,45% - გამოყენებულია 304,75 მლნ. ვაქცინა

  • სტატისტიკა ასახავს იმ ადამიანთა რაოდენობას, რომელთაც მინიმუმ ვაქცინის 1 დოზა მაინც აქვთ გაკეთებული.
  • სტატისტიკა შედგენილია ourworldindata.org-ის მიხედვით

იხილეთ აგრეთვე:

👉ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 083 ადამიანი აიცრა

👉„ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ აუმჯობესებს გამოსავლებს COVID 19-ით მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“- თენგიზ ცერცვაძე

👉„იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე